26 აპრილი 2024,   18:45
ვრცლად
კორონავირუსით სამცხე-ჯავახეთის-სასწრაფო სამედიცინო კლინიკის დირექტორი გარდაიცვალა

კორონავირუსით სამცხე-ჯავახეთის-სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის დირექტორი გარდაიცვალა. 61 წლის პაციენტი კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დღესვე კორონავირუსით გარდაიცვალა შუახევის კლინიკის ექთანი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში თავად იყო ჩართული. 

პაციენტს კლინიკა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 37 პაციენტი გარდაიცვალა. 

კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით 815 ადამიანია გარდაცვლილი.

დღის ამბები