ავარია კასპიის ზღვაში - დაშავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. ყაზახეთის ნავთობ-საბადოსთან ახლოს კატერი ბარჟას შეეჯახა.
ყაზახეთის საგანგებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. ორივე ქართველი მეზღვაური ატირაუს საოლქო საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთერთ მათგანს ხელი აქვს მოტეხილი, მეორე კი მძიმე მდგომარეობაშია. მას თავის ქალის ტრავმა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებში იმყოფება.
ქართველების გარდა, დაშავდა მესამე მეზღვაურიც, ის ყახაზეთის მოქალაქეა. დაშავებული ქართველების ვინაობა არ სახელდება.