19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
ევროპაში ყოველ 17 წამში COVID-19-ით ერთი ადამიანი იღუპება

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი მატულობს. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა პოლონეთში.

2 მილიონს გადააჭარბა ინფიცირების მონაცემმა რუსეთში.

რთული ვითარებაა ჩრდილოეთ ირლანდიაშიც, სადაც მომდევნო კვირიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება: დაიხურება სავაჭრო ობიექტების ძირითადი ნაწილი, ბარები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები.

ერთკვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა სამხრეთ ავსტრალიაშიც.

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკისა და კანადის საზღვარზე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვას 21 დეკემბრამდე ახანგრძლივებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მადლიერების დღისთვის მოგზაურობისა და სხვებთან სტუმრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

მძიმე მდგომარეობაშია სერბეთის 90 წლის პატრიარქი. სასულიერო ლიდერის გადარჩენას ექიმები ბელგრადის საავადმყოფოში ცდილობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით ყოველ 17 წამში კოვიდინფექციით ერთი ადამიანი იღუპება.

დღის ამბები