19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
დონალდ ტრამპის მტკიცებით, პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა

დონალდ ტრამპის მტკიცებით, პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა. შტატების მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯორჯიის შტატში ათასობით დაუთვლელი ბიულეტენია აღმოჩენილი.

ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად კი ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა. ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა ტრამპის იურისტებს,საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი, შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო პრეზიდენტის სახელით დარჩება, რადგან ის დათმობაზე წასვლას არ აპირებს და არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

დღის ამბები