ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდული რიცხვი დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით ქალაქში ვირუსით ინფიცირებული კიდევ 125 ადამიანია.
"დღეს გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა, აქედან სამი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში, დანარჩენი 122 დატოვებულია ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სულ ამ პერიოდისთვის აღრიცხულია 1 165 დასნებოვნების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა - 695, გარდაიცვალა - 5, აქტიური პაციენტია - 465, სტაციონარში იმყოფება - 18, თვითიზოლაციაში - 370, კარანტინში - 19“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.
ამ დრომდე ფოთში სულ 1 116 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 695 კი გამოჯანმრთელდა.