19 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
დღეს გიორგობაა - ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება

დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მის ბორბალზე წამების დღეს.

დღის ამბები