26 აპრილი 2024,   11:11
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ით გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 3 ათას 71 ახალი შემთხვევაა, დაღუპულია 34 ადამიანი. ყველაზე რთული ვითარება ისევ თბილისშია. ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი დედაქალაქზე მოდის.

გარდაცვალების 7 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. 2 პაციენტი მედცენტრში, 1 მედალფაში, 1 რეფერალურ საავადმყოფოში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 2 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კაკაბაძი თქმით, გარდაცვლილები არიან 74 და 90 წლის მამაკაცები, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში აპარატულ სუნთქვაზე იმყოფებოდნენ  და ფილტვები მნიშვნელოვნად ჰქონდათ დაზიანებული.

დღის ამბები