24 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში  დაფიქსირდა. რეგიონში ეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე 22-ე შემთხვევაა. 

პაციენტი მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა ქრონიკული დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

კახეთში დღეს covid-19-ის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში სულ 2 923 ადამიანია ინფიცირებული. 

დღის ამბები