03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ადიგენში დაკავებული 14 პირიდან 3 გაათავისუფლეს

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული 14 პირიდან 3 დღის ბოლოს გაათავისუფლეს. პოლიციის ინფორმაციით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისთვის იყვნენ დაკავებულები.

მათი გათავისუფლების მიზეზი საქმეში ბრალის წასაყენებლად მტკიცებულებების არარსებობა გახდა. 

დანარჩენი 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი უკვე 3 საათია მიმდინარეობს ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს შენობასთან კი გადაწყვეტილებას მუსლიმი მრევლი ელის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები