საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 200 პაციენტი განიკურნა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 98 781 გახდა.
კვლავ მზარდია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში საქართველოში 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 200 პირი," - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა