კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი იზრდება. შეზღუდვების შედეგი მომავალი 2 კვირის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს, მანამდე კი ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ საგანგაშოა.
ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო COVID-19 დაუდგინდა კიდევ 3 801 ადამიანს.
26 ნოემბრისთვის საქართველოში ინფიცირების 118 690 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში 57-ე ადგილია.
სულ გამოჯანმრთელებულია 98 781 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წუთისთვის COVID-19-ის აქტიური ფაზა აქვს თითქმის 19 ათას ადამიანს.
მარტო ერთ კლინიკაში თითქმის ყველა ექიმი და თანამშრომელი ინფიცირებულია.