19 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა- საქსტატი

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბრის საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.1%-ს შეადგენს.

"2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 3.9 პროცენტით. შესაბამისად, 2020 წლის 10 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ -5.1 პროცენტი. კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სფეროში, საფინანსო საქმიანობის სექტორის გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადახდა, საწარმოთა ბრუნვის მოცულობის შემცირება, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, გართობის, დასვენების, დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში" - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები