ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პატიმრობაში რჩებიან. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლომ მათი პოზიცია სრულად გაიზიარა და პატიმრობა ძალაში დატოვა.
"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და პატიმრობა დატოვა ძალაში. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენა და ასევე მათი მხრიდან როგორც გამოძიების ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე უარყოფითი მონაწილეობა, შესაბამისი მტკიცებულებებით არსებობს.
ამ საქმეზე გაგრძელდა გამოძიება და შესაბამის შედეგებს და ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას," - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.
სასამართლოს სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარისგან დღევანდელ პროცესზე ახალი ინფორმაცია არ მიუღია და დაკავების მოტივთან დაკავშირებით მას ახლაც კითხვები აქვს.