20 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
გაეროს აღიარება - სექსუალური მომსახურება დახმარების სანაცვლოდ

"გაეროს მშვიდობისმყოფელები რეგულარულად იღებდნენ სექსუალურ მომსახურებას გარკვეული სახის დახმარების სანაცვლოდ,"- ამის შესახებ საუბარია ანგარიშის პროექტში, რომელიც გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა მოამზადა.

დოკუმენტში საუბარია, რომ ლიბერიასა და ჰაიტიში ასობით ქალი იძულებული იყო შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ჯარისკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაეწია, სანაცვლოდ კი მათგან ფულს, სამკაულსა და მობილურ ტელეფონებს იღებდა.

ანგარიშის პროექტში აღწერილია 480 შემთხვევაა, რომელიც 2008–იდან 2013 წლამდე პერიოდში მოხდა.

ზოგიერთ საქმეში ბავშვებიც ფიგურირებენ.

გაეროს დეპარტამენტი აღიარებს, რომ ხშირ შემთხვევაში დარღვევების შესახებ ცნობები არ ხმაურდება და სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.  

დღის ამბები