04 სექტემბერი 2026,   23:46
ვრცლად
ბათუმში აქციის მონაწილეებმა თორნიკე თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოთახის ფანჯრებთან ბუშტები გაუშვეს

ბათუმში ოპოზიციის აქტივისტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოთახის ფანჯრებთან ბუშტები გაუშვეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ მათ პოლიცია მხოლოდ ბუშტების გაშვების გამო აპატიმრებს, რადგან ასეთი დავალება აჭარის მთვრობის მეთურს აქვს გაცემული.

ბრალდებებს პასუხობს თორნიკე რიჟვაძე, მისი განმარტებით გამოხატვის თვისუფლება არ იზღუდება, რეაგირება მხოლოდ უკანონო ქმედებებს მოყვა.

"ყავთ ლუი დეფიუნესები, ყავთ მანდ ნიჭიერი თუ ნაკლებად ნიჭიერი წარმომადგენლები, ეს ყველაფერი გააკეთეს თვითონ. არავინ ეხება არც ერთი ადამიანის, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, მიუხედავად მათი წარსულისა და დღის წესრიგისა გამოხატვის თავისუფლებისა, ოღონდ კანონით დადგენილ ჩარჩოებში. ამ მიმართულებით იქნება ძალიან მკაცრი ურთიერთობა. რაც შეეხება შეხვედრების მოთხოვნებს, როცა ამისთვის იქნება წინაპირობები, როცა იქნება კონტრუქციული ტონი, ნებისმიერ დროს შეიძლება შევხვდე ყველაზე აგრესიულ პოლიტიკოსსაც კი,"-განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. 

დღის ამბები