03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
„შეჩერდება მშენებლობა, შეჩერდება აქციები,“ - მოხეში პროტესტი გრძელდება

„შეჩერდება მშენებლობა, შეჩერდება აქციები,“- ამ მოწოდებებით აქცია მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებაზე ისევ გრძელდება. აქციის მონაწილეებს გვიან ღამით სასამართლოს შენობიდან გათავისუფლებული თოთხმეტივე პირი შეუერთდა.

მათი განცხადებით, აქციებს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ ხელისუფლება მოხეს სადავო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეაჩერებს და იქ, ბიბლიოთეკის ნაცვლად, მეჩეთი განთავსდება.

აქციას ბათუმიდან უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე შეუერთდა.

დღის ამბები