20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი 200 დღის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა.

სამსაათიანი ფრენის შემდეგ მათი ხომალდი ყაზახეთის ტერიტორიაზე დაეშვება. ეკიპაჟს, რომლის შემადგენლობაში ერთი რუსი, ერთი ამერიკელი და ერთიც იტალიელია, კოსმოსურ სადგურზე 200 დღით დარჩენა მოუხდა, რადგან რუსული ხომალდის "პროგრესის" კატასტროფის გამო მათი დედამიწაზე დაბრუნება ერთი თვით გადაიდო.

რუსული ხომალდი 28 აპრილს გაუშვეს, თუმცა სადგურამდე ვერ ჩააღწია და ატმოსფეროში დაიწვა. ეკიპაჟის ერთ–ერთი წევრი იტალიელი ასტრონავტი სამანტა კრისტო–ფორეტი რეკორდსმენი გახდა. ის პირველი ქალი ასტრონავტია, რომელმაც ორბიტაზე ყველაზე მეტი – 194 დღე გაატარა.

 

 

დღის ამბები