03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
გმირთა მოედანზე ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ 12 ივნისს გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. განცხადებას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

"გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე პარასკევს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები