ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები 45 ოჯახი შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს.
ადგილობრივები ავარიული კორპუსის შეკეთებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ შენობის გამაგრების პირობა ბათუმის მერიისგან არაერთხელ მიიღეს, დაპირებების მიუხედავად კი სამუშაოები არ ჩატარებულა.
კორპუსის მაცხოვრებლებს ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომლის მიხედვითაც სახლი საცხოვრებლად სახიფათოა.
კიდევ ერთი პრობლემა რომელიც, შენობის ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივების თქმით, მიმდაბარე ტერიტორიაზე დაწყებული გზის სამშენებლო სამუშაოებია.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყებას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ სახლის ბზარების რაოდენობა, გზის მშენებლობის მიმდინარეობის დროს გაიზრდება.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თეა ვარშალომიძე, გოჩა კვაჭაძე.