24 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მეგობრობის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული პოლიცია.

დღის ამბები