20 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ევროპული თამაშები აზერბაიჯანში - „კურიერი“ ბაქოდან

ბაქოში ევროპული თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. აზერბაიჯანის დედაქალაქში 4 ათასი სპორტსმენი იმყოფება მათგან 105 საქართველოდანაა.

ჩვენი ქვეყანა ევროპულ თამაშებში ყველაზე მეტი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანში დღეს ჩავიდა და ოლიმპიურ სოფელში დასახლდა.

ევროპული თამაშები ოფიციალურად ხვალ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ცერემონიალი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

დღეს ქართველი სპორტსმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მოინახულეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

მანდმე საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

 „ძალიან ნაყოფიერი საუბარი იყო. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა აზერბაიჯანი, ჩვენ გვაქვს მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა და აზერბაიჯანს განვიხილკავთ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბაქოში იმყოფება ვიცეპრემიერ-მინისტრი კახა კალაძეც.

„ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემოა. ბაქოს მერე თბილისი უმასპინძლებს ამ თამაშებს. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის,“- აცხადებს კახა კალაძე.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები