გორის რაიონის მსგავსად მძიმე მდგომარეობაა კასპშიც. აქ რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარეებისა და სარწყავი არხების ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა 10-ზე მეტი სოფელი დააზარალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალმა ისინი მოსავლის გარეშე დატოვა. დახოციალია შინაური ცხოველიც.
ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია რამდენიმე სახლის სარდაფი და პირველი სართულები. დაზარალებულები ამბობენ, რომ დაზიანებულია საოჯახო ტექნიკა. მათივე განცხადებით წყალმა სურსათსანოვაგე და სამშენებლო მასალები წაიღო.
ამ დროისთვის კასპში აღარ წვიმს. სტიქიის დროს კი არავინ დაშავებულა.