20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ძლიერი წვიმა და სეტყვა სამცხე-ჯავახეთში - დატბორილი სოფლები და განადგურებული მოსავალი

ძლიერი წვიმა და სეტყვა სამცხე-ჯავახეთში. სტიქიამ სამი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის 20 მდე სოფელი დააზარალა.

მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაუტბორა. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ წლევანდელი მოსავალი სრულად გაანადგურა. დახოცილია შინაური ფრინველიც.

უამინდობის გამო სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური მაგისტრალი. წვიმამ აწყურთან ნაშალი მიწა გზაზე ჩამოიტანა, რის გამოც საავტომობილი მიმოსვლა შეფერხდა.

უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც რეგიონში ზარალს დაითვლის. სპეციალისტები მუშაობას დღეს დილიდან დაიწყებენ.

დასეტყვილ სოფლებში იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები