20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ძლიერმა წვიმამ გორისა და კასპის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ გორისა და კასპის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ატენისა და ღვარების ხეობაში, ასევე კასპის რაიონის სოფელ დოესში.

ძლიერ წვიმას თან სეტყვაც დაერთო. უხვი ნალექის გამო მდინარეები და ხევები ადიდა. დატბორილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, სახლების სარდაფები და პირველი სართულები. დახოცილია შინაური ფრინველი.

წყალმა რამდენიმე სოფელში  მსხვილფეხა საქონელიც გაიტაცა. სტიქიამ სოფელ წედისთან და ატენთან გზებიც ჩახერგა. რეგიონში ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.

 
დღის ამბები