ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამღვდელოებაში არსებული ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს საეკლესიო პირებთან, ხოლო შრომის უსაფრთხოების სამსახური მათთან დამატებით შეხვედრებს გამართავს.
"ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული, თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს სამღვდელოებაში გვაქვს ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.