03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
დღეს გმირთა მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ასეთი რეჟიმი დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე იმოქმედებს.

ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა გმირთა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.

მერიაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები