20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

შეწყალების აქტს მოაწერა ხელი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 180 დღესვე დატოვებს საპატიმროს, აქედან 10 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. 46 მსჯავრდებულს კი შეუმცირდა სასჯელი, მათგან 4 ქალი და ერთი არასრულწლოვანია. როგორც ცნობილია, შეწყალება ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შეეხო.

ამ თემაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 1-დან 6 ივნისამდე და მან განიხილა ათას 329 პირის საქმე. სწორედ ამდენი განცხადება იყო შესული კომისიაში.

მისივე თქმით, შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულების სამინისტროში და აღსრულება უკვე დაწყებულია. 

დღის ამბები