კორონავირუსიმა ლილოს მოხუცთა თავშესაფარში შეაღწია. "კოვიდ-19" დაუდასტურდა ბენეფიციერების უმრავლესობას. კოვიდდადებითი პასუხი ტესტმა აჩვენა 42 პაციენტის შემთხვევაში. ახლაც ნაწილი კოვიდკლინიკაში, ნაწილი კი - ადგილზე მკურნალობს.
"როდესაც ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები და სავაადმყოფოში გაიყვანეს, სადაც დაუდასტურდათ კოვიდი, გავაკეთეთ ორგანიზება და ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება. მაქსიმალურად მოვახდინეთ სხვა ბენეფიციარებისგან კოვიდადებითი ბენეფიციარების გამიჯნვა და ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ,"-აცხადებენ მოხუცთა თავშესაფარში.