20 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
შატილში დაკარგული მწყემსის ცხედარი იპოვეს

შატილში დაკარგული მწყემსის, 52 წლის გიორგი შეთიკაურის ცხედარი ნაპოვნია. ის ორ ივნისს პირიქითა ხევსურეთში ღვარცოფში მოყვა და ამ დრომდე მისი ბედი გაურკვეველი იყო.

ცხედარს მაშველებმა და მესაზღვრეებმა მიაკვლიეს. გაწმენდით-საძიებო სამუშაოები 700 მეტრის სიგრძეზე ჩამოწოლილ, 10 მეტრის სიღრმის მეწყერში მიმდინარეობდა.

მაშველებმა მეწყერში მოყოლილი გიორგი შეთიკაურის ცხედარი 12 ივნისს, დილით, ქოხში აღმოაჩინეს.

დღის ამბები