20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი და დიპლომატი ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა. რონდელი "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს" ხელმძღვანელობდა, იყო გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის" პრეზიდენტი. 1991-1996 წ.წ.-ში რონდელი იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წ.წ.-ში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წ.წ.-ში მან სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წ.წ.-ში - ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წ.წ.-ში - უილიამს კოლეჯში.

დღის ამბები