ბაქოში პირველი ევროპული თამაშები დაიწყო. საზეიმო გახსნის ცერემონიალი ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
პირველ ევროპულ თამაშებში მონაწილეობას 4 ათასი სპორტსმენი იღებს, მათ შორის 105 ქართველია.
ამ წუთებში ოლიმპიურ სტადიონზე თამაშებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ესალმებიან. მათ შორის საქართველოს ნაკრებიც არის.
საზეიმო ცერემონიალს ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან ერთად ესწრება. მათთან ერთად აზერბაიჯანში მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებიან.