აზერბაიჯანში დღეს პირველი ევროპული თამაშები საზეიმოდ გაიხსნა, ხვალიდან კი ბაქოში სპორტული ღონისძიებების ნაწილი დაიწყება.
სპორტულ ღონისძიებებში ხვალვე ჩაერთვებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ამბობენ, რომ ოქროს მედლებისთვის საბრძოლველად მზად არიან.
ბერძნულ-რომალური სტილის ჭიდაობაში ხვალ 3 საპრიზო ადგილი გათამაშდება. ოქროს მედლების მოპოვებას ქართველი სპორტსმენები შეეცდებიან.
ხვალვე პირველ ევროპულ თამაშებში ქართველი კარატისტი ირაკლი ტყებუჩავა ჩაერთვება.
"ძალიან ორგანიზებულია ყველაფერი, ხვალ ვიწყებ ასპარეზობას, ვეცდები ღირსეულად გამოვიდე მთავარი ეს არის. მედალი აუცილებლად იქნება,"- აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ქართველი კარატისტი ირაკლი ტყებუჩავა.