19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
შემთხვევათა სტაბილიზაცია საწოლების დატვირთვაზეც აისახა, ბოლო მონაცემებით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა სტაბილიზაცია საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც აისახა. გაბუნიას ინფორმაციით, დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი.

"შემთხვევების სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა საწოლების დატვირთვის მაჩვენებელზეც. დილის მდგომარეობით, 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი ქვეყნის მასშტაბით. განსაკუთრებით აჭარაში შეინიშნება თავისუფალი საწოლების რაოდენობის ზრდა," - განაცხადა გაბუნიამ.

დღის ამბები