საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის პირველი ნიშნები იკვეთება რაც გასაფრთხილებელი ფაქტორია, რადგან შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევში ინფიცირების ზრდა არ მოხდეს.
"გვაქვს სტაბილიზაციის პირველი ნიშნები ეპიდემიის თვალსაზრისით. ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ პოზიტიურ ნიშნებს, რაც არის პირდაპირი ნიშანი წერტილოვანი შეზღუდვებისა და ჩვენი ექიმების თავდაუზოგავი შრომის. ამ შეზღუდვების ფონზე, როდესაც მობილობა შემცირდა, სამედიცინო სექტორი ახლა უფრო მშვიდად ემსახურება პაციენტებს და სული მოითქვა.
მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან. ვისაუბრებთ მათთან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება იმ პერიოდში, წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც მოვიტანეთ,"-განაცხადა ნათია თურნავამ.