03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
საკრებულო სამი სამსახურის ხელმძღვანელთა ასარჩევად ემზადება

საკრებულოში დღეს სამი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთა დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც საკრებულოს უმცირესობაში აცხადებენ, არც ერთ წარდგენილ კანდიდატს არ უჭერენ მხარს, მათ შორის არც ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლისძმის კანდიდატურას, რომელიც მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზეა წარდგენილი.

ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისს ჰყავს მთავრობა, რომელიც ვერ ასრულებს მასზე დაკისრებული ვერც ერთი მოვალეობას და სწორედ ამიტომ ისინი მხარს არ დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატებს.

საკრებულოს უმცირესობა „ქართულ ოცნებას“ ნეპოტიზმში ადანაშაულებს. წარდგენილ კანდიდატურებს ჯანდაცვის, სპორტისა და განათლების კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრები წინასწარ კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები