20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
კასპის რაიონში რამდენიმეწლიანი სამეზობლო დავა გრძელდება

კასპის რაონში, სოფელ კავთისხევში უკვე რამდენიმე წელია, მეზობლებს შორის დავა გრძელდება.

ნანა ზავრადაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის ყოფილმა საქმრომ სახლი უკვე მეორედ დაუზიანა, ჩაუმტვრია ფანჯრები და მოკვლით ემუქრება.

მისივე განმარტებით, არაერთი განცხადებისა და საჩივრის მიუხედავად, არც ადგილობრივი პოლიცია და არც პროკურატურა ადექვატურ რეაგირებას არ ახდენს.

თავად ზაზა ქსოვრელი კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ზავრადაშვილების საჩივრის საფუძველზე მას პატიმრობა უსამართლოდ მიუსაჯეს და მან ორწლიანი ვადა მოიხადა.

 
დღის ამბები