03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლთან ადგილობრივები სასტუმროს სავარაუდო აშენებას აპროტესტებენ

ავლაბარში, ფარნავაზ მეფის ძეგლთან ადგილობრივები შეიკრიბნენ.  მათი ინფორმაციით, ტერიტორია გასხვისებულია და სკვერში უახლოეს პერიოდში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობა იგეგმება, რასაც ისინი აპროტესტებენ.

ადგილობრივების მტკიცებით, ტერიტორია შეძენილი აქვს უცხოელ ინვესტორს და დაგეგმილია სასტუმროს აშენება.

აქციაში ჩართვას გარემოს დამცველი ორგანიზაციებიც გეგმავენ.

 
დღის ამბები