26 აპრილი 2024,   01:01
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 98 და გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 98 და გარდაცვალების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში, ტესტირება 400-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 200-მდე ინფიცირებულს მკურნალობენ. საერთო ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 600-ზე მეტი და გარდაცვალების 101 ფაქტია დადასტურებული.

დღის ამბები