საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.
გიორგი მარგველაშვილი სიტყვითაც გამოვიდა და საქართველოს კონკრეტულ მაგალითზე საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა.
გიორგი პატარაიას წიგნი სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინასა და თეორიას ეხება.
ნაშრომი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალისტებისთვის.