20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდე რონდელის ოჯახს დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მიუსამძიმრა.

"ვუსამძიმრებ ბატონი ალექსანდრეს ოჯახსა და ახლობლებს. უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წლებიდან და მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი ალექსანდრე," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზენტაციაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ალექსანდრე რონდელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ამავე თემაზე
დღის ამბები