ორი ადამიანი დაიღუპა დღეს ბათუმი-სენაკის ავტომაგისტრალზე. მანქანამ, რომელშიც 60 წლის მამაკაცი და 67 წლის ქალი ისხდნენ, მართვა ურეკის მონაკვეთზე დაკარგა და სავალი ნაწილიდან ჭაობში გადავარდა.
ჩაძირული ავტომობილი სამაშველო სამსახურმა მალევე ამოიყვანა, თუმცა ამ დროისთვის ოზურგეთის რაიონის მკვიდრნი უკვე გარდაცვლილები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.