20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
თბილისში გველხოკერები და წითელმუცელა გველები მომრავლდნენ

სპეციალურ სამსახურს ქვეწარმავლების მატების გამო გამოძახებაზე გასვლა დღეში საშუალოდ 15-ჯერ უხდება.

სპეციალისტების განმარტებით, ახლა ქვეწარმავლებს გამრავლების პერიოდი აქვთ, რის გამოც ისინი ყველგან ჩნდებიან.

გველების დამჭერი ჯგუფები თბილისში ძირითადად გველხოკერების მომრავლებაზე საუბრობენ, რომელიც არც იკბინება და არც შხამიანია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრია წითელმუცელა მცურავიც.

ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობენ რეგიონებშიც.

 

ავტორები: თათია ხორბალაძე, გიორგი კვიწინაძე.

 
დღის ამბები