ანანურის ციხე, ერთაწმინდა, დავით გარეჯი, სვეტიცხოველის მამათა მონასტერი, - ეს იმ ისტორიული ტაძრების არასრული ჩამონათვალია, სადაც თანამედროვე სისტემაა დამონტაჟებული.
სვეტიცხოველის გალავნის ნაწილში, ბერების კელიებში, მეტალო პლასტმასის ფანჯრებია ჩასმული. ასეთი კარ-ფანჯრები სხვა მონასტრებსა და ეკლესიებშიც არის, რასაც ხელოვნებათმცოდნეები აპროტესტებენ.
ანანურის ციხეში ეკლესიის კარზე გაზის ჩეხური გამათბობელი კარმაა დამონტაჟებული.
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალ კანონზე მუშაობს, რომლითაც გამკაცრებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები.
ვიდრე კანონპროქტი მომზადება და ძალაში შევა, სააგენტო საპატრიარქოსთან ერთად ქვეყნის ეპარქიებში საგანმანათლებლო სახის შეხვედრებსა და ძეგლების მოვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს.
ავტორები: სალომე ბოკუჩავა, დავით ხურციძე, დავით ცინცაძე.