03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ბრიტანეთის ელჩმა ბრისტოლის დელეგაციისთვის მიღება გამართა

თბილისობაზე უცხოელ სტუმრებსაც ელოდებიან. მათ შორის იქნება ბრისტოლის დელეგაცია, რომელიც უკვე დედაქალაქში იმყოფება. თბილისთან დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენელთა პატივსაცემად მიღება საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ-ჰოლმა გამართა.

დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის მერს უკვე ესაუბრნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქები თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარების კუთხით, მათ შორის ურბანული განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით გეგმავენ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის წარმომადგენლები ამ გამოცდილების ადგილზე გასაცნობად ბრისტოლს მომავალ წელს ესტუმრებიან.

ბრისტოლსა და თბილისს შორის მეგობრობა უკვე 25 წელიწადზე მეტია გრძელდება.

ბრიტანეთის ელჩმა ბრისტოლსა და თბილისს შორის ბიზნეს და ტურისტული კავშირების პოტენციალზე ილაპარაკა. მან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

ამავე თემაზე
დღის ამბები