20 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
სტიქია საქართველოში - მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ელოდება

გასულ კვირას სტიქიამ კახეთის რამდენიმე სოფელი დააზარალა. გლეხების ნაწილს მოსავლის 100% გაუნადგურდათ.

რეგიონში ძირითადად ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღებია განადგურებული. დაზარალებულები სტიქიის შემსწავლელ კომისიას ელოდებიან, ხოლო ისინი, ვისაც დაზღვევა აქვს, არ იციან, როდის აუნაზღაურებთ მათ სადაზღვეო მიყენებულ ზარალს.

ზარალი კახეთში დათვლილია და ის 3 მილიონს შეადგენს.

უხვი ნალექის გამო ადგილობრივებს პრობლემები გორის რაიონშიც შეექმნათ. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ სამეგრელოშიც, სადაც ძლიერი ქარის შედეგად ხობის, ზუგდიდის და წალენჯიხის სოფლებში თხილის ბაღები თითქმის მთლიანად განადგურებულია.

 

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, ია გულიაშვილი, ემა გოგოხია.

 
დღის ამბები