19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო - თენგიზ ცერცვაძე

მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, ჯერჯერობით, უცნობია.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, იდეალური იქნებოდა, მოქმედი შეზღუდვები არ გაუქმებულიყო.

მისივე განმარტებით, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, წინასაახალწლოდ შეზღუდვებს, შემსუბუქების ნაცვლად, ამკაცრებენ. 

"იდეალური იქნებოდა, რომ შეზღუდვები არ მოხსნილიყო იმიტომ, რომ ამ გზით წავიდა ინგლისი, რომელსაც ახლა უჭირს, ამ გზით წავიდა გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, რომლებმაც კი არ მოხსნეს, გაამკაცრეს საშობაოდ და საახალწლოდ. ღონისძიებები იმ დონეზე გაამკაცრეს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ერთი სტუმარი შეიძლება ჰყავდეთ საშობაოდ, გერმანიაში - ხუთი სტუმარი.

საზოგადოების დაკვეთა არის ასეთი. ისინი მდიდარი ქვეყნები არიან ძალიან და ის ეკონომიკის რეცესია, რაც ამას თან სდევს ლოკდაუნებს, მათთვის უფრო იოლად გადასატანი იქნება, ხოლო ეკონომიკურად სუსტი ქვეყნებისთვის ძალიან ძნელი გადასატანია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები