თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
ამის შესახებ რუსთავი2-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, შემთხვევის ადგილზე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურისა და თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები იმყოფებიან.
"ქალაქში გასულია მერი და მისი მოადგილეები. ისინი მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან," -განუცხადეს რუსთავი2-ს მერიის პრესამსახურში.