19 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
რუსთავიდან კახეთში ყოფილ ცოლთან შესარიგებლად ჩასული მამაკაცი ცოლის ძმამ მოკლა - სოფელ ფშაველში მომხდარი მვლელობის ახალი დეტალები

კახეთში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ სოფელ ფშაველში. ადგილობრივები "კურიერთან" ყვებიან, რომ მოკლული რუსთავიდან იყო და სოფელში ყოფილ მეუღლესთან შესარიგებლად ჩავიდა.

მეზობლებმა არ იციან დეტალები, რა მოხდა სიძე-ცოლის ძმას შორის. სოფელში ამბობენ, რომ მამაკაცს ყოფილმა ცოლის ძმამ სანადირო თოფიდან ესროლა, დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები