03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ყალბი ფულის შეძენა-შენახვისთვის ორი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ცნობით, მათ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღეს 2 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი 45%-ს ითხოვდნენ.

დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 18 ათას 300 დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

 

დღის ამბები