ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთონ.
"რეინფიცირების შემთხვევები რადგან დაფიქსირდა, ვფიქრობ, ეთიკურად გაუმართლებელია, რომ ამ ადამიანების ვაქცინაცია არ მოხდეს.
იმ მაშტაბით რა მასშტაბითაც ეს ვირუსი ვრცელდება, არ მგონია, რომ რეინფიცირების ამ ხარისხმა ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს.
ეს არ არის იმდენი რეინფიცირების შემთხვევა, რომ ამან რაიმე სრული სურათი შეცვალოს,"-აღნიშნა მამუკა მაჩაიძემ.